29 სექტემბერი, 2025 — ზაჰესში გაიხსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 🎉

თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, მშვიდობის ქუჩაზე, ოფიციალურად გაიხსნა ქ. თბილისის 50-ე საბავშვო ბაღი — სამსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ბავშვების უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.

🎈 გახსნის ღონისძიებას დაესწრო ქალაქის მერი, რომელმაც ბაღის ტერიტორია დაათვალიერა, გაესაუბრა ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს და ადგილზე გაეცნო ახალი ობიექტის ინფრასტრუქტურას. პატარების ემოციამ ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი შესძინა — ისინი სიხარულით ათვალიერებდნენ შენობას, ცოცხალი ინტერესით აღიქვამდნენ ახალ გარემოს და ცდილობდნენ რაც შეიძლება სწრაფად აეთვისებინათ ახალი ბაღი.

ბაღის საერთო ფართობი 2,412.32 მ²-ია და იგი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და ბავშვებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოთი. შენობაში მოწყობილია მყუდრო, უსაფრთხო და შთამაგონებელი სასწავლო სივრცეები, ასევე ყველა საჭირო ტიპის დარბაზი, რაც ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარე ინფრასტრუქტურასაც — ბაღის ეზოში დამონტაჟებულია საქანელები, სასრიალოები და სხვადასხვა ტიპის სათამაშო კონსტრუქციები, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების აქტიურ და მხიარულ ყოველდღიურობას. სივრცე დაგეგმილია ისე, რომ პატარებს შეეძლოთ უსაფრთხოდ თამაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და ფიზიკური უნარების განვითარება.

პროექტის დამკვეთია ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“, ხოლო მშენებლობა შესრულდა უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული და ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალებით, რაც მშობლებს დამატებით ნდობასა და სიმშვიდეს ანიჭებს.

გახსნის ღონისძიებაზე ახალმა ბაღმა დამსწრეების მხრიდან მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა — როგორც მშობლებმა, ისე ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მოსწავლეებზე ორიენტირებული სივრცე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ განათლების გარემოს არა მხოლოდ ზაჰესის, არამედ მთელი გლდანი–ნაძალადევის რაიონის ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ბაღით ისარგებლებენ.

ჯიბიჯი (GBG) ამაყობს, რომ სწორედ მისმა გუნდმა განახორციელა ეს მნიშვნელოვანი პროექტი და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან რაიონში მცხოვრებ ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და ინსპირაციული გარემოთი. ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციურად გამართულია, არამედ სიყვარულითა და ზრუნვით არის შექმნილი მომავალი თაობებისთვის. ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი პროფესიონალიზმისა და ერთგულების, რომელიც მომავალის შექმნისკენაა მიმართული. 💛

Melbourne Office

London Office

Connect with Us